Ipsos-ის კვლევის შედეგები პოლიტოლოგბსთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას ამომრჩევლის უმეტესობა არ ენდობა და ხელისუფლებას საკმარისი ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ ქვეყანა მართოს.
ექსპერტების თქმით, კვლევამ გამოავლინა საზოგადოების განწყობა და განწყობა არის ის, რომ ხალხის აზრით, ხელისუფლება ვერ მართავს ვერც პოლიტიკურ, ვერც ეპიდემიოლოგიურ და ვერც ეკონომიკურ კრიზისს. გარდა ამისა, პოლიტოლოგების თქმით კვლევაში გამოკვეთა ისიც, რომ მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა
აღქმაა არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც აქვს ყველას, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა ყველა შესაძლო მეთოდით, რაც კი ოდესმე გვინახავს და არ გვინახავს და ამოცანაც სწორედ ეს იყო, რომ ბოლომდე დაეკნინებინა დემოკრატიული პროცესების საყრდენი მთავარი ინსტიტუტი - ამბობს ბათუ ქუთელია.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევის ჩატარება ამ პერიოდში იმიტომ, რომ ოპოზიციას ამ კვლევის მეშვეობით, ფაქტობრივად ხელი უდევს საზოგადოების პულსზე და ამ შედეგებით ხელისუფლებას თავის სათქმელი უთხრეს და განაჩენი უკვე გამოუტანეს" - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე
Ipsos გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.