კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია, პოლიტიკური ფასი დიდი იქნება თუ არ იქნება სტაბილურობა - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი სტატიას აქვეყნებს საქართველოს შესახებ, სადაც წერს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო ყოველთვის მიისწრაფვოდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ მიმართულებით ქვეყნის წინსვლა არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანი რეგიონისთვის. 

"მოცემულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს გავლენა ექნება აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებისთვის, რუსეთისთვის და საბოლოოდ მთლიანი ვეროპისთვის. უკანასკნელი მოვლენები NATO-სთან მიმართებით და პრაქტიკული დახმარება საქართველოსთვის, ასევე საქართველოს სწრაფვა რომ 2024-ში აპლიკანტი გახდეს ევროკავშირის წევრობისა, წამახალისებელია, მითუმეტეს გეოპოლიტიკურ კონტექსტში" - წერს ანდრიუს კუბილიუსი. 

აქვე ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ეროვნული პოლიტიკური კონსესუსი მომდევნო ათწლეულის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრეცასიისთვის და ასევე იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ძირითადად რუსეთიდან მოდის. 

"ამ კონტექსტში, საქართველოს პოლიტიკური ელიტა, მათ შორის ყველა პოლიტიკური ძალა, უნდა მივიდეს საბოლოო შეთანხმებამდე იმისათვის, რომ ეროვნული კონსენსუსი შედგეს სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ყველაფერი დამოწმდეს სრულად ფუნქციურ პარლამენტში, რაც იქნება ნიშანსვეტი, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე უნდა მოიცავდეს საარჩევნო და სამთავრობო რეფორმებს, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინგტეგრაციის სამზადისის გზაზე, დიდი დანამატი იქნება. ამ სულისკვეთებაში, საქართველოს ამბიცია, 2024-ში განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რაც მოითხოვს კონსოლიდირებულ ნაციონალურ პოლიტიკურ ნებას. 

ჩვენ გვჯერა მოწიფული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, რომლისთვისაც პოლიტიკური ფასი ძალიან დიდი იქნება თუ კი არ იქნება სტაბილურობა, რასაც შედეგობრივად საქართველოს მომავლისთვის ძალიან გრძელვადიანი შედეგი  ექნება", - წერს ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსმა სტატია ტვიტერზეც გააზიარა :

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი