Ipsos-ის კვლევაში ასახული მძიმე რელობა

გამოქვეყნდა:

შიმშილსა და მძიმე მდგომარეობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდება. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ და თვეების განმავლობაში დაგროვილი დანაზოგი საარსებოდ არასაკმარისია. მოსახლეობა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას  Ipsos-ის კვლევის შედეგი აჩვენებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათი შემოსავალი ეპიდემიის დროს შემცირდა, გამოკითხულთა 55% დანაზოგი ერთ თვეზე ნაკლები ჰყოფნის.

ეკონომისტების შეფასებით, სრული "ლოქდაუნის" თუ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ეკონომიკა სრულად ჩამოიშალა და მთავრობა პანდემიის მთავარ გამოწვევებს ვერ უმკლავდება - ვარაუდობენ, რომ იანვარში ქვეყანას უფრო მძიმე ვითარება ელოდება.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მთავრობას არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ძირითადი შეცდომები სწორედ არაკომპეტენტურობის ბრალია.

„ოცნების“ მთავრობის ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, როგორიც იყო გზების მორეცხვა, კოვიდსასტუმროებში პაციენტების გადანაწილება - ხელისუფლების ოპონენტები სულელურ ნაბიჯებად თვლიან. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინანსური თუ ადამიანური რესურსი არასწორად გადანაწილდა.

სფეროს ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები პანდემიას არ შეატოვონ და პოლიტიკური ქულების დაწერისთვის პანდემიის გამოყნებას მოეშვან.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი