
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბათუმის მერიამ საახალწლო განათებებში 500,393 ლარი გადახადა და ეს იმ ფონზე, როდესაც ზღვისპირა ქალაქშიც ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს და საღამოს 9 საათის მერე ქუჩაში გამოსვლა აკრძალულია.
ტენდერში გამარჯვებულია კომპანია შპს "აჭარგანათება". კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში, საახალწლო განათებებს უკონკურენტოდ იგებს.
"აჭარგანათება” ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი თოფურიძის ძმის, ნიკოლოზ თოფურძის კომპანიაა და ჯამში ბიუჯეტიდან 35.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
ნიკოლოზ თოფურიძე, 100%-იან წილს ფლობს შპს "განათებაშიც", რომელსაც სახელმწიფოსგან 3.4 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.
კომპანიას, ბათუმის საახალწლო გაფორმებაში, ჯამში 5,486,626 ლარი გადაუხადეს და სულ სახელმწიფოსგან 114 ელექტრონული და პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში 35, 509, 042 ლარი აქვს მიღებული - ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.
საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერი ბათუმის მერიამ 2020 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. შპს "აჭარგანათებას" არც ჰყოლია კონკურენტი.