ვიმედოვნებთ, ქართული ოცნების შეთავაზება გაუხსნის კარს კომპრომისს - ჯოზეფ ბორელი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელს დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავდნენ. საგარეო საკითხებში უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნების'' ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციისადმი კომპრომისის საფუძველი იქნება.

"განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, დროა ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიჩინონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა. ვიმედოვნებთ, რომ ქართული ოცნების შეთავაზება გაუხსნის კარს კომპრომისს და საშუალებას მისცემს საკანონმდებლო ორგანოს გააგრძელოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, უპასუხოს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს", - თქვა ჯოზეფ ბორელმა. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი