იმედი მაქვს ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მალე მივალთ - ჰარცელი დიალოგზე

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, ისეთ გადაწყვეტილებამდე მივლენ, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება.

"საკმაოდ კარგი დისკუსია გვქონდა, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას აწუხებს, იმედი მაქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მალე მივალთ, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, უნდა გითხრათ, რომ სიფრხილეს ვამჯობინებ და იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა მონაწილე გამოიჩენს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ იმდენი რაუნდისთვის რამდენიც საჭირო იქნება, რათა საბოლოოდ სწორი და ყელასთვის მისაღები გადაწყვეტილება იყოს მიღებული", - თქვა კარლ ჰარცელმა. 

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით დღეს, 8 დეკემბერს უნდა გაგრძელდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი