კლანი ადგენს და კლანი ნიშნავს – იურისტები და NGO–ები მოსამართლეების შერჩევაზე

გამოქვეყნდა:

ისევ კლანი ადგენს და კლანი ნიშნავს - ასე აფასებენ იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა მოაწესრიგოს.

"კოალიცია მართლმსაჯულებისთვის" აცხადებს, რომ პრობლემა ისევ მოუგვარებელია, რადგან პირთა ვიწრო ჯგუფი დახურულ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს და სასამართლო სისტემაში ყველანაირი რეგულაციური ცვლილებება მხოლოდ ფასადურია.

სასამართლო კლანზე საუბრობს ეკა ბესელიაც და ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა უკვე ახალი კანდიდატებით შეეცდება გააძლიეროს ისედაც კლანური მმართველობა სასამართლოში.

"არ სრულდება ეს გადაწყვეტილებები, მოსამართლეების იმგვარად შერჩევით, იუსტიციის საბჭოს მხრიდან ისეთი კანდიდატების შემოყვანით სასამართლო სისტემაში, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს კლანს", – ამბობს "პარტია სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია.

"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" ფიქრობენ, რომ მოსამართლეების შერჩევის დადგენილების პროექტი შემუშავდა პრობლემურად, რადგან პროცესში ჩართული იყო მონაწილე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც მოსამართლეობის კონკურსშიც იღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვებს აწესებს. დადგენილების თანახმად, საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. ამის მიზეზად კი, საბჭო კორონავირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას ასახელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი