სპორტის მასწავლებელი, რომელიც ერთერთი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელიცაა და 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ეჭვმიტანილი, პირველ კომენტარს აკეთებს და ბრალდებას უარყოფს.
"არაფერი არ იყო, ასბოლუტურად არაფერი. დამოკიდებულება ისეთია, როგორც მასწავლებელი ბავშვთან. ტელეფონი ეკავა ხელში და გამოვართვი, მეტი არაფერი. არ უნდოდა მოცემა ალბათ, მაგრამ არც გამომირთმევია, დაბრუნდა და გააგრძელა გაკვეთილი ჩვეულებრივად. არაფერი ძალადობა არ იყო, დავუყვირე რამდენჯერმე, შენიშვნა მივეცი, არ გაიგონა და ალბათ ეს ეწყინა", - ამბობს ეჭვმიტანილი მასწავლებელი.
თავის მხრივ, სკოლამ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ბავშვთა ზრუნვის სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შსს-ს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.