მთელი სახელმწიფო მოქმედებს კარტოგრაფების წინააღმდეგ - ადვოკატები სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველების შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული და  უსაფუძვლოა, რადგან გამოძიებას კარტოგრფების წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები არ აქვს.

"პაატა სილაგაძის გადაყწვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ამ საქმეს ცალსახად შეგვიძლია დავარქვათ პოლიტიკური კონტექსტის მქონე, რაც ვლინდება სასამართლოს შეთანხმებულ გადაწყვეტილებებში, ერთობლივად მთელი სახლემწიფო მოქმედებს ბრალდებულის წინააღმდეგ, ეს არის თვითმიზნურად მართლმსაჯულების გამოყენება", – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი

ივერი მელაშვილის მეუღლეც ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თამარ სულაძის თქმით, საქმის გაჭიანურებით, აზერბაიჯანის მხარე 500 000 ჰექტარ მიწას მოიგებს, საქართველო კი დაზარალდება, ამით კი სახელმწიფო საქართველოს საწინააღმდეგოდ თავად იქცევა, ხოლო მოღალატეობას კარტოგრაფებს აბრალებს.

ნატალია ილიჩოვასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მისი უფლებადამცველი შევიდა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ილიჩოვას პოზიციას გაასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, მოსამართლემ, პაატა სილაგაძემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ისინი პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებდნენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი