დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ქვეყანაში B ტიპის გრიპმაც დაიწყო ცირკულაცია.
"ჩვენ ვაწარმოებთ, ყოველკვირეულ მონიტორინგს. კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციის მონაცემებს ქვეყანაში. პირველად უკვე - გუშინდელ მონიტორინგში - ორშაბათს გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულაცია. ანუ, პირველად, ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად", - ამბობს გამყრელიძე
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში "ბე" ტიპის ვირუსის ცირკულაცია აღინიშნა, სეზონური "ა" ტიპის ვირუსი კი ბოლო მონაცემებით, ისევ არ ფიქსირდება.