ვინც პარლამენტში შევა ის არ იქნება ოპოზიციონერი დეპუტატი, იქნება ნივთი, პუფი - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში არ შევა, ხოლო ვინც შევა, მისი აზრით, უბრალოდ ნივთი, პუფი იქნება. ამ თემაზე მედიასთან მან კომენტარი ცოტა ხნის წინ ოპოზიიციის კიდევ ერთ შეხვედრამდე გააკეთა.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არცერთი დეპუტატობის კანდიდატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან არ შევა. არცერთი ოპოზიციონერი არ შევა, მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ რაღაც ნივთი", - თქვა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, ვინმე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს ის ვერ იქნება დეპუტატი, მისი თქმით, გაუგებარია რა უნდა აკეთოს, მაგალითად ექვმა ადამიანმა პარლამენტში.

მელიამ აღნიშნა, რომ 60 ადამიანზე თავს ვერ დადებს და შეიძლება, ვიღაცეებს შესვლის სურვილი ჰქონდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში საზოგადოების ეშინიათ, ვის წინაშეც ანგარიშვალდებულები არიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი