თუ დავარწმუნე ნაციონალური მოძრაობა რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს - შევალთ -მეგრელიშვილი

გამოქვეყნდა:

"გირჩის" წევრის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, პარლამენტში შესვლას "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არ აპირებს. მისი განცხადებით,  პარალმენტი ნიშნავს, რომ იქ არის ენმ, თუ ოპოზიცია იქ არაა, მაშინ იქ "გირჩის" ადგილიც არაა.

"ჩემთვის მოულოდენლი იყო ეს ამბავი, რომ ჩვენ სამნი, გიორგი ვაშაძე და ელისაშვილი შევდიოდით პარლამენტში. თქვენ ჟურნალისტს ვუთხარი, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვართქო, თუ დავარწმუნე ნაციონალური მოძრაობა რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა შევალთ. მინდა დამეხმაროს ნაციონალური მოძრაობა იმ შედეგის მიღებაში, რომელიც ყველამ იცის, რომ გვინდოდა", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა. 

მისი თქმით, უნდა დღეს მიეცეს საშუალება, რომ ღიად ისაუბროს მედიასთან და საზოგადოებასთან, თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი