საზოგადოებამ იცოდეს რომელი პარტია რას ემხრობა - ოპოზიცია კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე ოპოზიცია "ლელოს" ოფისში კიდევ ერთ კონსულტაციებს მართავს. შეხვედრაზე არ გამოჩენილა იმ ოპოზიციონერების ნაწილი, რომელთა გავრებიც "პარლამენტში შემსვლელთა" სიაში დასახელდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ სურთ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას ღიად უთხრან რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ. 

"ჩემი პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, ყველამ გაასაჯაროვოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს რომელი პარტია რას ემხრობა. მე შემიძლია მკაფოდ გითხრათ ევროპული საქართველოს სახელით, იმ პირობებში, როცა მესამე რაუნდის შემდეგაც კი, ქართული ოცნება საუბრობადა რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ვერანაირი საარჩევნო კოდექსში ცვლილება ვერ იქნება ჩვენთვის განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

მისი განცხადებით, არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ემსახურება. 

"სიტყვას ქართულ პოლიტიკაში თუ არ დაუბრუნდა ფასი, როდესაც შენ ადამიანებს ეუბნები, რომ აცხადებ ბოიკოტს და არ შეხვალ პარლამენტში, თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, ამის გადათქმა, მითუმეტეს ისე, რომ არ ხსნიან არაფერს არის არაკეთილსინდისიერი, არაგამჭვირვალე, არათანმიმდევრული და მე ვიტყოდი, რომ ამომრჩევლის უპატივცემულობა", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ. 

მისი განცხადებით, ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პროგრესზე საუბრობენ, უნდა ახსნან რას გულისხმობენ ამაში და არის თუ არა ეს შესვლის საფუძველი. 

"გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ყველას პოზიცია იყო, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ, ამიტომ შეთანმხება უნდა შედგეს.

"ჩემთან მიმართებაში [ივანიშვილის მხირდან ზეწოლა, მოსყიდვა] არ ყოფილა, მაგრამ მეეჭვება ეგეთი რამ არ ხდებოდეს. იმედია გაუძლებს ოპოზიცია", - თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ მათი პარტია პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მისი თქმით, იგივე აზრზეა ლიდერი, გიორგი ვაშაძეც. 

იგივე პოზიციაზე რჩებიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი