ვინც პარლამენტში შევა თვითონ იტყვიან, ამომრჩევლის ღალატია - სერგი კაპანაძე

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ "ლელოს" ოფისში გამართული კონსულტაციები დატოვა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. მისი განცხადებით, პოზიცია ერთიანი და პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ხოლო თუ ვინმე ამას გადაწყვეტს თვითონ საჯაროდ უნდა თქვას.

"საერთო პოზიცია არის, რომ არ შევდივართ, ევროპული საქართველო არ შედის. საერთო პოზიციაზე ვართ, ვინმე რამეს თუ შეცვლის, ამას იტყვის თვითონ საჯაროდ. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ არავინ არ შევა ოპოზიციის მხრიდან და ვინც შევა იქნება ღალატი იმ ამომრჩევლის ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და არ უნდა მივცეთ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს", - თქვა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე ოპოზიცია კიდევ ერთ კონსულტაციებს მართავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან პალამენტში შესვლას აპირებს, თუმცა თავად ოპოზიციის ლიდერებს ეს ფაქტი არ დაუდასტურებიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი