"ოცნებასთან" ელჩების შუამდგომლობით მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე გამართული კონსუტლაციის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სხვა პარტიების შესახებ საუბარს არ აპირებს, ხოლო "ენმ"–ს პოზიცია, რომ პარლამენტში არ შევლენ, ისედაც ცნობილია.
"არ ვაპირებ არავის მაგივრად, რომ ვისაუბრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია რა თქმა უნდა იცით, ეს შეხვედრა იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეჯერებული პოზიციით მივიდეს ოპოზიცია მოლაპარაკებაზე, აქ მთავარი არის ის, რომ რაღაც დეტალებზე საჯაროდ შეგვეძლოს საუბარი, რა თქმა უნდა ესეთი მოლაპარაკებები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე" – ამბობს "ენმ"–ს ლიდერი თინა ბოკუჩავა.
კონსულტაციის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ "აზრზე არ არის, ვინ შედის პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში შესვლას შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "გირჩის" წევრები დათანხმდნენ, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით.
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი რამდენიმე წუთში 16:00 საათზე დაიწყება.