პარლამენტის სხდომა ჩაინიშნა - ოპოზიციას ერთიანობის დასამტკიცებლად 3 დღე რჩება

გამოქვეყნდა:

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი ცნობილია - 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ოპოზიციას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 3 დღე რჩება. ჩააბარებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობის გამოცდას და იქნება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული ჯერ უცნობია - ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციაში კითხვები ჩნდება. 

ცნობილია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან კულუარული მოლაპარაკებები უკვე დაწყო.

"კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 "ოპოზიციონერის" კეთილების დისერტაციაზე. თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ..." - დაწერა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა. 

"ნაციონალური მოძროაბის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილი იარაღი სწორედ ოპოზიციის ერთიანობაა.

"გულწრფელად გეტყვით, არცერთი ადამიანი სხვა ოპოზიციური პარტიებიდან ვისთანაც კოორდინაციაში ვართ არ მემეტება იმისთვის, რომ შევიდეს და ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმ პარლამენტს, რომელიც სრულად არალეგიტიმურია", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ახლა პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები ციხეში უნდა დარჩნენ.

ოპოზიციის ლიდერები კონკრეტულ გავრებს არ ასახელებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ, გიორგი ვაშაძეზე, "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილზე, "გირჩის" რამდენიმე ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით. მედიასთან საუბრისას ამ ლიდერებმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი