
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმ საკითზე, რომ მან ფული აიღო და პარლამენტში შედის სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს. ეს განცხადება მან მედიასთან ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე გააკეთა.
"ვიღაცეების ბოდვებზე და უსინდისობებზე და ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე ოპოზიცია კიდევ ერთ კონსულტაციებს მართავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან პალამენტში შესვლას აპირებს, თუმცა თავად ოპოზიციის ლიდერებს ეს ფაქტი არ დაუდასტურებიათ.