უსამართლოა ის კრიტიკა რომელიც უსუფაშვილის მიმართ ისმის - ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ლელოში" ყველა ერთ პოზიციაზეა და პარლამენტში არავინ აპირებს შესვლას - ამ შინაარსის განცხადება პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა და დავით უსუფაშვილის მისამართით, ბოლო დროს გამოთქმულ ეჭვებს გამოეხმაურა.

"დღის სტუმრის" ეთერში, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დავით უსუფაშვილი ოპოზიციური შეხვედრების მონაწილეა და სრულად იზიარებს პარტიის პოზიციას:

არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის. არაერთხელ ვნახე სოციალურ ქსელში პერსონალურად მის მიმართ გაკეთებული მოსაზრებები და მგონია, რომ ძალიან უსამართლოა. ვიცი რა ყველა იმ განხილვის მონაწილეა დავით უსუფაშვილიც და აბსოლუტურად ერთიანობა არის გუნდში. მე მგონია, რომ უსამართლოა ის კრიტიკა რომელიც მის მიმართ ისმის." ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღე რჩება, შესაბამისად ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხი უფრო გამწვავდა. 

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ძველ პოზიციაზე რჩებიან და საკანონდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები გარკვეული ოპოზიციონერების მხრიდან ამ გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

ოპოზიციის ლიდერები ამჟამად აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში არიან, სადაც მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი