გამორიცხეთ, რომ "ოცნება" იმ თანამდებობებს გაღირსებთ, რომლებსაც დღეს ყურში გიჩურჩულებენ - ლაგაზიძე ოპოზიცის

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, ვინც შესაძლოა ოცნების შეთავაზებას დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს.

ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი მათ თანამდებობებს პირდება თუმცა ამბობს, რომ ეს დაპირება დაპირებად დარჩება:

გარანტია შემიძლია მოგცეთ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გამორიცხეთ, რომ "ოცნება" თქვენ იმ თანამდებობებს გაღირსებთ, რომლებსაც ისინი დღეს ყურში გიჩურჩულებენ. მე ვიცი როგორ უყვართ მეოცნებეებს მოღალატეები, მაგრამ მათთვისაც კი, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ამ მოღალატეებს უბრალოდ არ მიასუნინებენ, ამიტომ კარგად გაითვალისწინეთ ეს" თქვა ლაგაზიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში"

შეგახსენებთ, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღე რჩება, შესაბამისად ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხი უფრო გამწვავდა. 

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ძველ პოზიციაზე რჩებიან და საკანონდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები გარკვეული ოპოზიციონერების მხრიდან ამ გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

ოპოზიციის ლიდერები ამჟამად აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში არიან, სადაც მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი