
მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, პარლამენტში შესაძლო შესვლაზე კომენტარს აკეთებს საქართველოს მეოთხე რეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მისი აზრით, ოპოზიცია ახლა იცავს ხალხის ხმას და საკმაოდ რთულ ბრძოლაშია შესული.
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერებზე ზეწოლა და დაშინებაც ხორციელდება. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ამ ზეწოლას გაუძლებს:
ჩემი აზრით, ისინი იცავენ ჩვენ ხმას და იბრძვიან რთულ ლანდშაფტზე, თავისი სკამების ფასად და ეს პატივისცემას იწვევს...ახლა მათზე მიდის სერიოზული ზეწოლა, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა ფორმებში მათ შორის დაშინებაც.
ისინი იაზრებენ იმ კატასტროფას რაც მოჰყვება უკან დახევას. უკან დახევაც არის და უკან დახევაც, ნებისმიერ ბრძოლაში, ძაან მაღლა რომ აძვრები, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავიდანვე არ გადაგედგა ნაბიჯი. მე მგონი ამას იაზრებენ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ახლა ოპოზიციიდან ვინმე ქართული ოცნების თამაშ დათანხმდება, ის "დამთავრდება" როგორც პოლიტიკოსი. გარდა ამისა, მარგველაშვილი რომელიც ერთ დროს თავად იყო მმართველი გუნდის წევრი და კარგად იცის ივანიშვილის წესები ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირველი სამიზნე საჭირო დროს, სწორედ მათთან გარიგებაში შესული ადამიანი იქნება
დღეს ამაზე ხელმოწერა ნიშნავს რომ ხვალ რომ მოგივა მესიჯბოქსი ივანიშვილისგან და გეტყვიან, რომ ამაზე უნდა აღშფოთდე, უარს ვეღარ იტყვი იმიტომ რომ გარიგებაში იქნები შესული... ნებისმიერი იქით გადამსვლელი, თუ ასეთი რამე მოხდა, საზოგადოების მიერ აღქმული იქნება, როგორც გადათრეული - ამბობს გიორგი მარგველაშვილი "დღის სტუმარში" საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს რომ მისთვის სანდოა ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს.