მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი დასრულდა - ოპოზიციის ლიდერები პირველ განცხადებებს აკეთებენ. პირველი კომენტარი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვიმ გააკეთა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. მისივე თქმით, მისი პარტია პარლამენტში არ შედის:
დასრულდა მორიგი რაუნდი, საერთოდ მინდა საზოგადებას ვთხოვო, რომ ნუ ინერვიულებენ რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება.
მე შემიძლია გითხრათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია - პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს სამარცხვინოდ მხოლოდ "ქართული ოცნება" - ამბობს შალვა ნათელაშვილი