ოპოზიციის ლიდერები მეოთხე რაუნდის შემდეგაც ვერ საუბრობენ მოლაპარაკების დეტალებზე და ამის მიზეზად ისევ ელჩების თხოვნას ასახელებენ, თუმცა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ის მოთხოვნები გაახმოვანა, რომელიც ოპოზიციას აქვს საუბარია 4 პუნქტზე
პირველი საკითხი - რიგგარეშე არჩევნები, მეორე- პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე საკითხი ეს არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას - ამბობს ბაქრაძე.
ბაქრაძის თქმით, პირველ ორ მოთხოვნას ქართულ ოცნება არ თანხმდება და "შეთანხმების რესურსი არ ჩანს" ხოლო დანარჩენ ორზე - შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს.