ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე, ძალიან ვწუხვარ - ვაშაძე პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე

გამოქვეყნდა:

"მზად ვარ პროცესში ბოლომდე მივიღოთ მონაწილეობა" - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ. 

ამის შემდგომ, კითხვაზე, შევა თუ არა ის პარლამენტში გიორი ვაშაძემ თქვა: 

"ამ სპეკულაციებს ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას სტრატეგია აღამაშენებლი შეთანხმების გარეშე არ აპირებს. არც განვიხილავ და ამას ვამბობ პირველივე დღიდან და კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს იყო გაკეთებული მთავარი არხის მხრიდან. დიახ თქვენი მხრიდან იყო, ფეისბუქზე და ტალევიზორში გამომაცხადეთ პირადად" - მიმართა გიორგი ვაშაძემ "მთავარის" ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს, რომელსაც ასევე უთხრა, რომ თუ ასეთი საკითხი იყო, ჟურნალისტს შეეძლო მისთვის პირადად დაერეკა. 

მედიასთან კომენტირებისას ვაშაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არ შევა პარალემნტში: 

"ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის მივუღებთ იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას სჭირდება, აქედან გამომდინარე, სანამ შეთანხმება არ არის - არაფერს არ ვიხილავთ" - განმარტა გიორგი ვაშაძემ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი