გეგმა არ არსებობს - ხელისუფლება კრემლის მზარდ აგრესიას ვერაფერს უპირიპირებს

გამოქვეყნდა:

27 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ირაკლი ბებუამ თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა დაწვა. ის მაშინვე დააპატიმრეს და ამ დრომდე მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაშია. საქართველოს ხელისუფლებამ ისიც ვერ მოახერხა, რომ მისი გათავისუფლება კატეგორიული ტონით მოეთხოვა. 

ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ კრემლმა საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში საოკუპაციო რეჟიმი გაამკაცრა. შიდა ქართლში უკვე ორ წელზე მეტია, ადამიანებს უკვე თავიანთი ბაღებიდან იტაცებენ, ამავე დროს, თუ მანამდე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გამო მხოლოდ აჯარიმებდნენ, ახლა პირდაპირ ორთვიან პატიმრობას უსჯიან. ბოლო გატაცებული ოკუპირებული შიდა ქართლიდან, ზარდიანთკარელი მირიან თიზიაშვილია. 

მაშინ, როცა ოკუპანტებს საქართველოს მოქალაქეები მძევლებად ჰყავს აყვანილი, საქართველოს ხელისუფლება ისევ არგაღიზიანების პოლიტიკას მისდევს. თვეებია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იუსტიციის სამინისტროდან ფორმალურ წერილს ელოდება, რომ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყოს. ფორმალური, მოკლე წერილი თეა წულუკიანის უწყებას ამ დრომდე არ დაუწერია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი