11 არის ის დღე, სადაც ოპოზიცია დააფიქსირებს თავის მკვეთრ პოზიციას - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 11 დეკემბრის მერე, მაშინ როცა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველასთვის ნათელი გახდება ვინ სად დას, ვი შედის პარლამენტში და ვინ არა.

ხაზარაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ამომრჩევლის გარდა, "ქართული ოცნებისთვისაც" ნათელი გახდება, რომ ოპოზიცის განცხადებები თამაში არ იყო: 

11-ში ჩვენ მართლა გადავდგამთ იმ ნაბიჯს რომ მართლა არ შევდივართ და ეს არ იყო უბრალოდ თამაში და დაშინება. 11-ის მერე ნათლად იქნება წარმოდგენილი ჩვენი საერთაშორისო და ევროპელი პარტნიორებისთვის, ჩვენი ქართველი ამომრჩევლისთვის, რომ ეს წერტილი დაისვა" ამბობს ხაზარაძე "მთავარი აქცენტების" ეთერში.

რაც შეეხება ფასილიტატორ ელჩებთან მიმდინარე მრავალსაათიან და მრავალრაუნდიან მოლაპარაკებებს, მამუკა ხაზარაძე ამბობს რომ მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არსებობს ვადა, სადამდეც ეს საუბრები გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი