
"გირჩის" წევრი ვახო მეგრელიშვილი ამბობს რომ მისთვის, მოცემულ სიტუაციაში სრულად პროპორციული და ბუნებრივი ბარიერით საარჩევნო სისტემის სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლა მისაღებია.
"მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" საუბრისას მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის, რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს - ხელახალი არჩევნები, გაზაფხულზე ჩატარების შემთხვევაშიც იმ ხარვეზებით ჩატარდება, რა ხარვეზებითაც 31 ოქტომბერს ჩაიარა.
თუმცა, მეგრელიშვილი ამბობს რომ ამ ყველაფერს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა, რადგან მხოლოდ მისი შესვლით, იმ შემთხვევაშიც კი თუ "ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ნება იქნებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტს ხმები არ ჰყოფნის.
მე ძალიან მომწონს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში დღეიდან- ეს არის ჩემი პირობა. ვინ ჩაატარებს, როგორ ჩაატარებს, ამაზე მე რასაც ამათგან ვისმენ, ყველაზე მეტი პროგრესია, უბრალოდ ეს ნაწილი არავის არ აკმაყოფილებს.
მე ამის გამო, იმდენად მინდა ამის მოპოვება და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ ვთხოვდი და ვიდისკუსიებდი ნებისმიერ ოპოზიციურ კოლეგასთან, რომელიც პლებისციტს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, ვიდრე ამას" ამბობბს ვახო მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ მომხრეა ოპოზიციური შეკრებები იყოს საჯარო და მოსახლოებასაც და ჟურნალისტებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია, რაზე მსჯელობენ დახურულ შეხვედრებზე:
ყველამ დეტალებში იცის ჩემი პოზიცია. მე ვწუხვარ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რაში ვმონაწილეობთ, რისთვის ვიბრძვით, ახლაც კი არ შემიძლია, რომ პირდაპირ დავიწყო ლაპარაკი....მე არ დავდივარ ელჩებთან, მაგრამ დავდივარ ყველას შეხვედრაზე, სადაც ემზადებიან ელჩებთან წასასვლელად და ყველგან ვკითხულობ, რა პრობლემაა რომ კამერა ჩავრთოთ და ლაივში გავუშვათ" ამბობს მეგრელიშვილი "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების ასეთი დახურვა და დეტალების არგასაჯაროება "ცირკს ემსგავსება" და ჟურნალისტებისა და რესპონდენტებისთვისაც უხერხულობას ქმნის.