
თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით უფასო სასადილოების პროგრამაში ჩასმას და სერვისით სარგებლობას, დაახლოებით, 3 500 ადამიანი ელოდეა, მერიის გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები უფასო სასადილოებით ჩვეულებრივად ისარგებლებენ. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა უფასო სასადილოების სახით, სადაც ვეხმარებით იმ ადამიანებს, ოჯახებს, რომლებსაც მართლაც ძალიან უჭირთ და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან. ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანების რაოდენობა, ჩვენ 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ და დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩაჯდეს ამ პროგრამაში და ისარგებლოს უფასო სასადილოებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ და ეს 3 500 მოქალაქე მიიღებს ჩვეულებრივად ამ სერვისს", - თქვა კახაი კალაძემ.
მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კრიზისისა და პანდემიის პირობებში.