დავაკავეთ თბილისელი მამაკაცი, რომელმაც თავშესაფარი მოითხოვა - ცხინვალის ე.წ. КГБ

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ 24 ნოემბერს ცხინვალთან დაკავებულმა თბილისელმა მაკაცმა განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარი შეგნებულად დაარღვია, რათა ცხინვალში პოლიტიკური თავშესაფარი და ე.წ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მოეთხოვა.

ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერიძემ ე.წ. საზღვარი ცხინვალის ბაზრობასთან გადაკვეთა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა და განაცხადა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება სურდა.

არსებობისთვის საჭირო ელემენტარული თანხის არქონა, სამედიცინო მომსახურების ვერმიღება და "საკუთარი მოსახლეობის მიმართ ოფიციალური თბილისის სრული გულგრილობა" - ცხინვალის ცნობით, ეს ის მიზეზებია, რომელიც ბერიძემ ჩამოთვალა, როგორც მისი გადაწყვეტილების განმაპირობებელი.  

ცხინვალის კგბ, ამ ინფორმაციისა და ვიდეოს გავრცელების პარალელურად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკრიტიკებს, რომლებიც, თითქოსდა, სდუმან "საქართველოში არსებულ უაღრესად სავალალო მდგომარეობაზე". 

რაც შეეხება ბერიძეს, ცხინვალის კგბ-ს ცნობით, ის ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცეს, რომელმაც ის თბილისში დააბრუნა. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი