
ფასილიტატორი ელჩების ნაწილებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგი - მეხუთე რაუნდი ხვალ გაიმართება.
განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა. ჰარცელი ამბობს, რომ ოთხი რაუნდის შედეგი ისაა, რომ მხარეებმა საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შეძლეს - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით - ამბობს დიპლომატი და კიდევ ერხთელ გამოთქვამს იმედს, რომ პარლამენტის გახსნამდე შეთანხმებას მიაღწევენ.
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გუშინ გაიმართა, თუმცა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისფლებას "ოცნება" არ თანხმდება.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კი 11 დეკემბერს უნდა შედგეს.