
ოპოზიციაზე თავდასხმებს კობახიძის შემდეგ კალაძე აგრძელებს. თბილისის მერი "ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგა ბოკერიას "საკუთარი პარტიის გაუბედურებაში" სდებს ბრალს და კობა ხაბაზს ამსგავსებს:
გიგა ბოკერია არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია და ეს შეიძლება პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად”- ამბობს მერი კალაძე.