ზეგ ყველანი დავრწმუნდებით ვინ რჩება ოპოზიცაში და ვინ გადადის ქართულ ოცნებაში - მელია

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ენმ-ს ლიდერმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა რომ, ოპოზიციონერი, რომელიც პარლამენტში შევა ის ოპოზიციონერი აღარ იქნება და ამ გადაწყვეტილებით, პირდაპირ ქართული ოცნების წევრი ხდება - ზეგ ყველანი დავრწმუნდებით ვინ რჩება ოპოზიცაში და ვინ გადადის ქართულ ოცნებაში - ამბობს მელია.

მისივე თქმით, არ აქვს სურვილი რომელიმე კოლეგამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს:

ის არ იქნება ოპოზიციონერი, მეტიც, ის ქართული ოცნების სრულფასოვან წევრადაც არ ივარგებს და როგორც უკვე ვთქვი, იქნება უბრალოდ გახუნებული პუფი. თვითგანადგურების რეჟიმზე იმედია არ გადაიყვანენ საკუთარ თავს. არანაირი არგუმენტი არ მიიღება იმის გასამართლებლად რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს" ამბობს ნიკა მელია.

ხვალ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მორიგი- მეხუთე რაუნდია ჩანიშნული.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ზეგ, 11 დეკემბერს შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი