იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ მისი მხილების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან დაიხია და ის ცვლილებები, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა დღეს აღარ დაამტკიცეს.
რამდენიმე დღის წინ ნაზი ჯანეზაშვილმა ნაზი ჯანეზაშვილმა დადგენილების პროექტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვების დაწესებას აპირებდა.
პროექტის მიხედვით, იზღუდებოდა მედიის მიერ პროცესის გადაღების უფლება, ასევე, საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა და მცირდებოდა გასაუბრების დრო.
დღევანდელი სხდომის მიხედვით, კი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი ისევ პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში იქნება, ხოლო კანდიდატებთან გასაუბრების დრო, გვრიტიშვილის დადგენილი 30 წუთის ნაცვლად, 1 საათამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, საბჭოს წევრის კითხვების შინაარსს სხვა წევრები ვეღარ და აღარ გააკონტრილებენ.
1. უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პირდაპირი ტრანსლაციის საშუალება იქნება (როგორც ეს იყო ადრე, სხდომის გარეთ მონიტორის მეშვეობით), იმედია ტექნიკურად გამართულად.
2. გასაუბრების დრო საბჭოს ერთი წევრისთვის 1 საათამდე გაიზარდა, აქამდე კი გვრიტიშვილის პროექტში იყო 30 წუთი.
3. საბჭოს წევრის კითხვების შინაარსს ვეღარ და აღარ გააკონტრილებენ სხვა წევრები. აქამდე გვრიტიშვილის პროექტი გვთავაზობდა რადიკალურად სხვა რამეს - წერს ჯანეზაშვილი.
იუსტიციის საბჭომ ჯანეზაშვილის კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და პანდემიიდან გამომდინარე, გასაუბრების პროცესი უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში ჩატარდება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის 50 კანდიდატი იბრძვის სულ კი 9 ვაკანსიაა. გასაუბრება დღეში 2 კანდიდატს ექნება. ჯანეზაშვილი კანდიდატებს სიასაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. ამავდროულად, გვრიტიშვილი თავადაც მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.