ალერგიულმა ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ გაიკეთონ - მარეგულირებელი სააგენტო

გამოქვეყნდა:

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტოში ამბობენ, რომ რჩევა ეხება მათ, ვისაც აქვთ რეაქცია მედიკამენტებზე, საკვებსა თუ სხვა ვაქცინებზე.

განცხადება კომპანიებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც აცრის გაკეთებისას ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა.

მათივე ინფორმაციით, ორივე ადამიანი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, ალერგიული რეაქცია კი, მწვავე არ არის და კანზე გამონაყარით, სუნთქვის გახშირებითა და არტერიული წნევის ვარდნაში გამოიხატება.

”ის ფაქტი, რომ ამ ორი ალერგიული რეაქციის შესახებ ასე მალე გავიგეთ და რომ მარეგულირებელმა დროულად იმოქმედა, ცხადყოფს, რომ მონიტორინგის სისტემა კარგად მუშაობს", - თქვა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგიის ექსპერტმა, პროფესორმა პიტერ ოპენშავმა.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს Pfizer-BioNtech–ის კორონავირუსის ვაქცინით მსოფლიოში პირველი პაციენტი - 90 წლის ქალი აიცრა.

როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი