ჩვენი სათქმელი არის კვლავ ერთი, ბოიკოტი გრძელდება - ოპოზიცია მეხუთე რაუნდის წინ

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩის რეზიდენცია, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ და ერთპარტიულ სხდომამდე, დღეს, 10 დეკემბერს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი კიდევ ერთხელ იქნება. ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან უკვე მეხუთედ დაჯდება. 

"მე არ მინდა აღმოჩნდეს, ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც შევა ქართული ოცნების რიგებში, არ მინდა, დიდი სურვილი მაქვს, ყველაფერს ვაკეთებდი მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად და ვაკეთებ, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ის არ იქნება უბრალოდ ოპოზიციონერი, ქართული ოცნების სრულფასოვან წევრადაც არ ივარგებს", - თქვა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციას ვინც არ უნდა გამოაკლდეს ბოიკოტი გაგრძელდება. ის დარწმუნებულია, რომ 11 დეკემბერს "ქართული ოცნება" პირველ სხდომაზე მარტო იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი