საქართველოში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

საქართველოში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომდევნო  ერთი თვე ქვეყანა განსხვავებული წესებით და რეჟიმით იცხოვრებს და ეს მოცემულობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

შესაბამისი ბრძანება პრეიზდენტმა უკვე გამოსცა და ის უკვე  6 საათია ძალაშია შესული. თუმცა პარლამენტმა მას ფორმალურად მხარი უნდა დაუჭიროს ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში და ამით დაადასტუროს ბრძანების ლეგიტიმურობა.

საგანგებო მდგომარეობა ვრცელდება კერძო სექტორზეც და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მათი ქონებით სარგბელობის უფლებაც ექნება. იმ შემთხვევაში თუ მიღებული ზომები არასაკმარისი აღმოურჩ  მოქალაქეებს, რომლებიც შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან ჯარიმა ფიზიკურ პირებს  3 ასი ლარი, იურიდიულებს კი 15 ათასი ლარი, განმეორების შემთხვევაში კი 3 წლამდე ციხე ელით. პრემიერი ამბობს, რომ ვირუსის შესაჩერებლად მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი პრემიერსის განცხადებიდანე ერთ საათში მოაწერა.

კორონავირუსი ის საკითხი აღმოჩნდ, რის გამოც ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული ოპოზიცია და ხელისუფლება გააერთიანასაპარლამენტო ოპოზიციამ მდგომრეობისთვის გამოცხადებისთვის ხმის მისაცემად პოლიტიკური ბოიკოტი ერთჯერადად შეწყვიტა. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს უჭერს, თუმცა საგნაგებო მდგაომრეობის გამოცხადებაზე კითხვეიბ აქვთ. მათი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ იჩქარა და ქვეყანაში ცხოვრების წესი ისე შეცვალა, რომ მოსახლეობა მომზადებული არ არის

ახლო მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა დაიწყოს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ  პროცესს ხელი არ შეეშლება

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი