საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ კოვიდინფიცირების მაჩვენებელი, ჯერჯერობით, ვერ შეამცირა. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ გატარებული ღონისძიებების შემდეგ მაჩვენებლის ერთ ადგილზე შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც, წესით, კლება უნდა დაიწყოს.
კარგია, რომ 10%-ით გავზარდეთ ქვეყანაში 55%-დან 65%-მდე პირბადის ტარების მაჩვენებელი, შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს, ხაზს ვუსვამ, 95%. 95% თუ გვექნა, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება ჩვენ დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა. მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის ყველაზე კარგი დღეს პრევენციული ღონისძიება, რომ თუ ვართ ინფიცირებული სხვას არ გადავდებთ, ან თუ სხვაა ინფიცირებული, შენ არ გადმოგედება ინფექცია, - თქვა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დავაზუსტოთ, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, გავრცელებით 100 000 მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. იმის ისტორიას, თუ რამ მიგვიყავანა აქამდე ინფეცქიიც გავრცელების გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა, ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა მონაკვეთებში... ჩვენმა სისტემამ გაუძლო, კი ხარვეზებით, ვიცით როგორი იყო, მაგრამ ფაქტია, სისტემამ გაუძლო. მეტს ვერ გაუძლებდა, ამისი პროგნოზი რახან იყო გაცილებით უარესი, დაწესდა შეზღდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ასევე, დღეს განაცხადეს, რომ თუ 24 დეკემბრამდე გაგრძელდა ინფიცირების ეს ტემპი, შესაძლოა, მთავრობამ გადახედოს დაწესებულ შეზღუდვებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.
რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.