ვირუსი შეკავებული გვაქვს - პაატა იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძის თქმით, ვირუსი შეკავებული გვაქვს. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბირფინგზე უპასუხა.

"ვირუსი შეკავებული გვაქვს. შედეგი ისაა, რომ მატება არ გვქონია, შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მივედით ისე, რომ მატება არ გვქონია, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა, ესაა მთავარი შედეგი", - თქვა პაატა იმნაძემ. 

მისივე განმარტებით, ნებისმიერი შეზღუდვა თუ პირიქით აქტივობა, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედეგს დაახლოებით 2 კვირაში აჩვენებს. 

იმნაძე, ასევე, ადასტურებს, რომ ბოლო 2 კვირის მონაცემებით 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მსფოლიოში პირველ ადგილზე ვართ, თუმცა ამბობს, რომ სისტემამ ამას გაუძლო.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.

რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი