ევროპა COVID 19-ით ინფიცირების ეპიცენტრად რჩება – ბოლო სიახლეები მსოფლიოდან

გამოქვეყნდა:

800 გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში და 7600 ინფიცირების ახალი შემთხვევა -  ბოლო მომაცემები იტალიიდან ისევ უმძიმესია.

ევროპა კვლავ ინფექციის ეპიცენტრად რჩება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კვლავ იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაშია. ამ სამ ქვეყანაში მხოლოდ 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი ჯამურად 1000მდე შეადგენს.

მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა იტალიაში ბოლო 24 საათში იტალიაში 740ზე მეტი ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანას.

ამ დროისთვის, ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირებულთა 290 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა ქვეყანაში მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები, მილიონობით ადამიანი კარანტინში და თვითიზოლაციაშია მოქცეული.

თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული აქტივობებს მაინც ვერ თმობენ. როგორც ჩანს ცალკეული ადამიანები, მაგალითად, შვედეთში დაფიქსირდა  შემთხვევა, როდესაც 56 მოთხილამურე საიდუმლოდ შეიკრიბა და სრიალში შეჯიბრი გამართეს. მოხალისეებს შორის იყვნენ ასევე ეროვნული ნაკრების მოთხილამურეებიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალულია ყველა სპორტული ღონისძიების ჩატარება, სათხილამურო ასოციაციამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ მათი წევრებისთვის სანქციების დაწესებას. მათი არგუმენტი იყო ის, რომ თავად მოთხილამურეების გადასაწყვეტია, სად ივარჯიშებენ სპორტსმენები.

ასევე პორტუგალიაში დაფიქსირდა ფაქტი, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ცოტა ხნით შეწყვიტა თავის საქმიანობა და მოხალისე ექიმად ჩაეწერა მედიკოსთა რიგებში. ფრედერიკ ვარანდაშს, რომელიც ავღანეთის ომში იღებდა მონაწილეობას და მკურნალობდა ჯარისკაცებს, როგორც ჩანს,  მსოფლიო პანდემიამ მისი ძველი საქმიანობა გაახსენა.

დღეს რამდენიმე ქვეყანამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით, მათ შორის არიან, ამერიკის შეერთებული შტატები,დიდი ბრიტანეთი და ტაილანდი. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი და მილიონობით ადამიანი იზოლაციაშია მოთავსებული.

საინტერესოა, ასევე ოკუპანტი რუსეთის ბოლო 24 საათის მონაცემებიც, მხოლოდ ერთ დღეში რუსეთში 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რამდენად არის ეს რეალური მონაცემი, ბუნებრივია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საერთაშორისო ანალიტიკოსები და მათ შორის რუსი ექიმებიც აქტიურად საუბრობენ, რომ რუსეთი მონაცემების გაყალბებას და დამალვას ცდილობს.

დღეს მაიკ პომპეომაც, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი, ჩინეთი და ირანი ინფორმაციის გაყალბებაში დაადანაშაულა. ამის ფონზე კი, როგორც ჩანს რუსეთს მაინც ეშინია კორონავირუსის და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტის ბოლომდე ინფექციის გამოსაკვლევად 9 ლაბორატორიის გახსნას აპირებს რუსეთის ხელისუფლება. ამ დროისთვის კი სტატისტიკაში რუსეთის მონაცემებში კოვიდ19“–ის 306 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა დიდი ალბათობით, ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად უფრო მაღალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი