16 წლის მოზარდის გარდა, ორი ახალგაზრდის დაჭრაში, სავარაუდოდ, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ

გამოქვეყნდა:

თბილისის ცენტრში, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდი დააკვეს.

მეზობლები ამბობენ, რომ მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია, თუმცა, ფიქრობენ, რომ დაკავებული მოზარდი მარტო არ მოქმედებდა.

"ერთადერთი, რასაც ვუყურებ, ერთ ბავშვს არ შეეძლო ალბათ 2 ზრდასრულის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება", - ამბობს ერთერთი მეზობელი.

როგორც ირკვევა, ყოფილი კინოსახლის ტერიტორიაზე არსებულ ფართში გოგა ხანიდრავას ძმისშვილი, გოგლიკო ხანიდრავა და ილია რუხაძე რემონტს აკეთებდნენ, როცა კომენდანტის საათის დროს, მათთან არასრულწლოვანი პირი მივიდა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

გოგლიკო ხანიდრავას 16 წლის მოზარდმა 10 ჭრილობა მიაყენა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ილია რუხაძეს, მას მრავლობითი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

ნივთმტკიცებულების სახით, პოლიციამ იარაღი უკვე ამოიღო. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი