მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა კაბინეტები უკვე დაცალეს. საკუთარი ნივთები დღეს 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა გაათავისუფლა. წერეთელი ამბობს, რომ ის რაც რამდენიმე საათში ქვეყანაში მოხდება, საუბარია ერთპარტიულ პარლამენტზე, ქვეყნისთვის არის ცუდი, დემოკრატიისთვის დამაზიანებელი და ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ აქამდე არ მისულიყო პროცესი
ყველაფერი უნდა გაეკეთებინა რომ აქამდე არ მივსულიყავით, ყველაფრს მოხვეჭის სურვილი არის დამაზიანებელი - ამბობს გიგი წერეთელი.
საკანონმდებლო ორგანო დატოვა ეკა ბესელიამაც. ის ამბობს რომ პარლამენტს უტოვებს იმაზე მეტს, ვიდრე მიაქვს, თუმცა ვერ ხედავს რეფორმების გამგრძელებელს. ბესელიას ვარაუდით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მხოლოდ მომავალი წლის ოქტომბრამდე იარსებებს.
ყველაზე მეტი წიგნი და დოკუმენტაცია მქონდა, ჩავალაგე ყველაფერი, მაგრამ მეტი დავუტოვე პარლამენტს ვიდრე მიმაქვს - ამბობს ბესელია.
მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ, 11 დეკემბერს შეიკრიბება. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ შედის და პროპორციულ სიებს ანულებს, შესაბამისად დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" დარბაზში მარტო იჯდება.