
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა იმ პოლიტიკურ ძალებთან უნდა გააგრძელოს მოლაპარაკებები, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყვიან.
მე მგონია, რომ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, ბოკერიასთან, გვარამიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს? პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში" ამბობს კობახიძე