ვოლსკი ითხოვს, ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდეს - დახურული სხდომის დეტალები

გამოქვეყნდა:

გიორგი ვოლსკიმ დახურულ შეხვედრაზე მოითხოვა, რომ ოპოზიციის არცერთი მოთხოვნა ოცნებას არ შეესრულებინა, რადგან ეს ძალაუფლების დათმობას ნიშნავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში მმართველი პარტიის ლიდერების დევნა დაიწყებოდა. ამ რადიკალურ პოზიციას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა და ოცნება ოპოზიციის შანტაჟსა და მუქარაზე ღიად გადავიდა. 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ელჩების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ რამდენიმე ღირსეულ ოპოზიციონერს გამოარჩევს, დანარჩენი რადიკალთა რიგებში ჩააყენა. ისევ იმეორებს რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია ნამდვილად იქნება. 

უფრო ცინიკური ოპოზიციის მიმართ ირაკლი კობახიძე, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით იყო. გაირკვა რომ ეს ყველაფერი პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ ელჩებსაც მოუყვა. ელჩებთან მოლაპარაკებაზე რომ ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე საუბრობდა, ეს ინფორმაცია ევროპული საქართველოს ერთ -ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ოცნების ეს დამოკიდებულება გახდა ოპოზიციის გადაწყვეტილების მიზეზი რომ დღეს ისინი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე აღარ მივიდნენ. შეტყობინება რომ ისინი შეხვედრაზე მისვლას არ აპირებდნენ დიპლომატებს ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გაუგზავნა. 

ოპოზიციის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი პუტინიზაციის გზას დაადგა და პარტიებს გაუქმებით ემუქრება, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკების გაგრძელება შედეგის მომტანის საერთოდ არ იქნებოდა. 

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება. ელჩების შუამავლობით მიმდინარე მრავალსაათიან და ხანგრძლივ შეხვედრას აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა რთული სათქმელია, რადგან ქართული ოცნება გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიტაცებული ხელისუფლების დათმობას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი