ივანიშვილის გუნდის მუქარა - ომბუდსმენის აპარატმა შესალოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის გუნდის შანტაჟი და მუქარა მალე შესაძლოა განხილვის თემა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. არ არის გამორიცხული მალე შესაბამისი სარჩელი სახალხო დამცველის ოფისში მომზადდეს.

სამოქალაქო სექტორი "ნაციონალური მოძრაობისთვის'' საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გეგმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. იურისტ კობახიძის ამ ინიციატივებში ასევე იურისტებმა კონსტიტუციურობის პრობლემა დაინახეს. მათი აზრით , მსგავსი განცხადებები საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიას აზიანებს.

ვითარებას, რომ ამწვავებს ისედაც პოლიტიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში ირაკლი კობახიძის განცხადება, ამაზე ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველებიც საუბრობენ. 

უჩა ნანუაშვილისთვის პირდაპირი მუქარაა, როცა პოლიტიკური ოპონენტისთვის რეგისტრაციის გაუქმება მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გეგმაა. 

ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის გუშინდელი მუქარის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.  

პოლიტიკურ იმპოტენციად აფასებს კობახიძის მუქარას გია ხუხაშვილი. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩევლის მქონე "ნაციონალური მოძრაობის'' შემდეგ მმართველი გუნდი სხვა პარტიებსაც დაემუქროს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი