ჩემში სამართლისადმი იმედის ნაპერწაკლმა გაიელვა - აკაკი კობალაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნდა:

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძისთვის მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. პირველი კომენტარები მათ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთეს:

ამას იურისტობა არ სჭირდება ლოგიკის ამბავია რაც შეთხზეს. აბსოლუტურდ უძლური იყო სამართლებრივად. მიუხედავად ამისა, ძალიან გაკვირვებული ვარ მე, რომ დღეს ესე გადაწყდა და გამოგვიშვეს გირაოს შეფარდებით. ჩემში სამართლისადმი იმედის სხივმა, ნაპერწაკლმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში სიმართლის მიღწევა" ამბობს აკაკი კობალაძე.

შეგახსენებთ, ისნის სოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი