აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ხუსკივაძეს და კობალაძეს 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.

სასამართლო პროცესი საქალაქოში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს. ხუსკივაძემ და კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი