აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გათავისუფლება თავად დაკავებულების გარდა, ადვოკატისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
ბექა ბასილაია ამბობს, რომ სასამართლო პროცესისი დასაწყისი, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა, სულ სხვა შთაბეჭდილებას ტოვებდა და მოლოდინიც სხვა იყო,
პროცესის დასაწყისი იყო იმდაგვარი და მთელი ეს ფონი რაც ამ საქმის გამოძიებას თან სდევს, რომ არანაირი ობიექტური მართმსაჯულების მოლოდინი არ გვქონია, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით დღევანდელი გადაწყვეტილებით.
ნორმალურ ვითარებაში მსგავსი რამე არც უნდა გვაოცებდეს, ნორმალურ ვითარებაში მსგავსი ბრალდები არ უნდა იყოს ადამიანებისთვის წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გვყავს პოლიტპატიმრები, ვიცით, რომ გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ასეთი ტიპის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, არა თუ მისასალმებელია, ჩვენს რეალობაში უაღრესად გასაკვირიც კი იყო" - ამბობს ბექა ბასილაია.
აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს. ხუსკივაძემ და კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.