აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. საბურთალოს პოლიციის შენობიდან გამოსვლის, შემდეგ, მაშინ როცა ხუსკივაძე ადვოკატთან ერთად ტერიტორიას ტოვებდა და მისი მანქანის ჩხრეკაც სრულდებოდა, სამართალდამცველებმა ის უკან შენობაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ დაკავებულია, თუმცა რა მოტივით, უცნობია

ხუსკივაძის მეგობრის ინფორმაციით, უცნობია სად იმყოფება ისნის საოლქო კომისიის კიდევ ერთი წევრი აკაკი კობალაძე, რომელიც დღეს ასევე პოლიციაში დაკითხვაზე იყო დაბარებული.

ყველა მათგანი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არიან ოპოზიციის მხრიდან.

პოლიციაში კი კომისიის წევრები მას შემდეგ დაიბარეს, რაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო .

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე კომენტარში, ხუსკივაძე ამბობდა, რომ პოლიცია მისით მას შემდგ დაინტერესდა, რაც "მთავარი არხის" ეთერში არჩევნების გაყალბების სქემებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, თუმცა იქამდე ვიდრე გაირკვევა რა გახდა, ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, მმართველი გუნდი ბრალდებებს ოპოზიციას უყენებს და ამბობს, რომ საოლქოს თავმჯდომარე ენმ-ს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იბარებენ პოლიციაში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებ, ოღონდ მხოლოდ ოპოზიიცის წარმომადგენლებს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი