საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრემიერის დაანონსებული შეზღუდვები პრეზიდენტის დეკრეტის ჩანაწერიდან გაქრა. საუბარია 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრებაზე. შესაბამისად, ამ დრომდე გაურკვეველია, რა შეზღუდვები უწესდებათ მოქალაქეებს.
ამ დროისთვის მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. სპეციალისტებს ჯერჯერობთ არ გაუკეთებიათ კომენტარი, რატომ გაქრა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი საგანგებო მდგომარეობის ტექსტიდან.
ეხება მთლიანად საზოგადოებას" - აცხადებს ამირან გამყრელიძე, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
გარკვეული გაუგებრობები შეიძლება იყოს, მაგრამ სასულიერო პირებთანაც გვაქვს კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართული ვართ იქითკენ, რომ ინფექცია არ გავრცელდეს" აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
დეკრეტის უმთავრესი ჩანაწერის გაქრობაზე, კითხვები აქვს ოპოზიციას. მათი თქმით, საგანგებო მდგომარების გამოცხადებას აზრი არ აქვს, თუ მკაცრი შეზღუდვები ყველასთვის საერთოა. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ პუნქტის ამოღება შესაძლოა გიორგი გახარიას საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერისგან მათ პირობა მიიღეს, რომ შეზღუდვები საეკლესიო რიტუალებზე არ გავრცელდებოდა.
ძალიან ცუდია რომ გახარია ასეთი უსუსური ჩანს საპატრიარქოსთან მიმართებაში ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ხელი ხელს ბანს პრინციპით, საპატრიარქო მის ყველაზე შავბნელ ორიენტირებს მმკ-ს და მარშისტებს და ა.შ. აჩვენებს, რომ ის მათკენ არის" აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
ოპოზიცია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაზე ქვეყანაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.