დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტის შეკრებამდე 2 საათი რჩება. შენობის ყველა შესასვლელთან მობილიზებულია პოლიციია, უკანა შესასვლელს კი რკინის ჯებირი იცავს.
უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა. ცნობილია ის, რომ სხდომას უხუცესი წერვი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე გახსნის, სიტყვით პირველი კი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარსდგება.
პარლამენტში მისულ დეპუტატებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევს პარალმენტის პირველი სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს.