პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის კიდევ ერთ გვერდითა შესასვლელთან ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე არიან სამოქალაქო აქტივისტებიც, თუმცა ამ შესასვლელით ჯერ საკანონმდებლო ორგანოში არცერთი დეპუტატი არ შესულა.
"ჩვენ პიველი რაც გავაკეთეთ არის ის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ ჩვენი დამოკიდებულება, დიდათ ამათ ნამუსი არ შეაწუხებთ, რადგან მორალი და ნამუსი არ აქვთ, საბჭოთა მენტალობის ადამიანები არიან, ჩვენ მათ მოვასმენინებთ საბჭოთა კავშირის ჰიმნს და გადავეცით რას ვფიქრობთ, რომ გაყალბებულ არჩევენბს არავის შევარჩენთ და ყველას შევუქმნით დისკომფორტს", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.
მისი თქმით, კანონის დარღვევას ან დესტრუქციას არ აპირებენ, თუმცა დღესაც და მომავალშიც "ოცნების" დეპუტატებს დისკომფორტს შეუქმნიან.
"მონა", "სირცხვილია" - ესაა ის შეძახილები, რითიც დეპუტატებს აქტივისტები პარლამენტში შეაცილებენ.
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევს პარალმენტის პირველი სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს.